ჩვენ შესახებ
დეველოპერული კომპანია ბი ქეი დეველოპმენტი ქმნის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ პროექტებს თბილისსა და ბაკურიანში თანამედროვე მიდგომებითა და ინოვაციური მიგნებებით. ჩვენი მიზანია მომავალ მობინადრეებს შევთავაზოთ კომფორტული საცხოვრებელი გარემო, რომ შევქმნათ მშვიდი და მყუდრო გარემო თქვენი ოჯახის სრული ცხოვრებისათვის.
ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი თანამშრომლებით, რომლებიც ევროპულ სტანდარტებზე გათვლილ ახალ იდეებსა და ხარისხს გვთავაზობენ.
კომპანია მაქსიმალურად ცდილობს გაითვალისწიონს მობინადრეების სურვილები და მათი გათვალისწინებით განახორციელოს შემდგომი პროექტები.
თითოეული საცხოვრებელი და მრავალფუნქციური კომპლექსი გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურული დიზაინით ,ხელსაყრელი ადგილმდებარეობით , უსაფრთხო გარემოთი . სამშენებლო პროექტების განხორციელება მიმდინარეობს ადგილობრივი და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების საფუძველზე , რაც აბსოლუტური გარანტიაა, იმისა რომ კორპუსი ჩაბარდება და ექსპლუატაციაში შევა.
ჩვენი პროექტები გამოირჩევა:
- ენერგოეფექტურობით – ვიყენებთ ეკოლოგიურად სუფთა მასალებს, რაც ამცირებს ენერგიის მოხმარებას და უზრუნველყოფს გარემოს დაცვას.
- მრავალფუნქციურობით – ვქმნით საცხოვრებელ, კომერციულ და რეკრეაციულ ზონებს, რაც ხელს უწყობს კომფორტულ და ფუნქციურ ცხოვრებას.
- უსაფრთხოებით – მშენებლობის პროცესი სრულად შეესაბამება საერთაშორისო ნორმებსა და უსაფრთხოების სტანდარტებს, რაც უზრუნველყოფს თითოეული დეტალის სანდოობას.
